вторник, 9 апреля 2019 г.

მეთოდიკა




ერთნიშნა    რიცხვის    მიმატება

დეშეთის   მე-2   საჯარო   სკოლა -   II   კლასი                                        ლ. ჯაბანაშვილი

გაკვეთილის თემა  -  ერთნიშნა რიცხვის მიმატება                                                     II  კლასი
საკითხის სწავლება გაგრძელდება ერთი  გაკვეთილი 45 წთ.
ესგ
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით

საჭირო მასალები
მოსწავლის რვეული, დაფა, მანიპულატივები, პროექტორი, ბუკი, პლაკატი, სტიკერები,  თვითშეფასების ფურცლები, სააღრიცხვო ცხრილი.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები
ინდივიდუალური, ჯგუფური, მთელი კლასი.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
*კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს;
გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას საგანთა გროვაზე.

მიმოხილვა
გაკვეთილის მიზანი?
მოსწავლემ  გაიაზროს პოზიციური სისტემა; შეძლოს ერთნიშნა რიცხვის მიმატება, მოახდინოს მისი დემონსტრირება სხვადასხვა ხერხით;  შეძლოს აღნიშნული ცოდნის გამოყენება.
მოსალოდნელი შედეგი
ეცოდინება
ერთნიშნა რიცხვის მიმატების ხერხები;
გააზრებული ექნება
აღნიშნული შეკრების სტრატეგიები;
შეეძლება
მიღებული ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.
წინასწარ ჩატარებული სკრინინგის შეფასებების და საშინაო დავალების მიხედვით გამოიკვეთა სხვადასხვა მზაობის მოსწავლეები
საკითხის სწავლების პირველ ფაზაზე მოსწავლეებს დავაჯგუფებ მზაობის შესაბამისად
I     ფაზა
თვითშეფასების კრიტერიუმების გაცნობა:
მოსწავლეებს გავაცნობ თვითშეფასების ფორმას. გაკვეთილზე უნდა დააკვირდნენ და შეაფასონ საკუთარი თავი მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
ა) საშინაო დავალება -

ბ) ყოფაქცევა _      

გ) თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა - 

დ) სწორად შესრულებული

სამუშაო -

მოსწავლე, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს დაიმსახურებს
(გაკვეთილის ბოლოს დაურიგდებათ თვითშეფასების ფურცლები)

საშინაო დავალების განხილვა
1.  11 ფიგურიან გროვას
     ვითვლით: ერთეულებად, ორეულებად, ... ათეულებად
    და ვწერთ მის შესაბამის
     გამოსახულებას ნაშთით.
2.  შეარჩიე სწორი პასუხი: სულ რამდენი კუბია ნახაზზე გამოსახული?

3.შემოხაზე 75-ის მომდევნო როცხვი.
ა)28    ბ)96    გ)76    დ)67
 
თამაში წინარე ცოდნის გასააქტიურებლად
დგებიან წრეზე. პირველი მოსწავლე უკრავს ტაშს რამოდენიმეჯერ, მეორე მოსწავლემ იმდენჯერ უნდა დაუკრას ტაში, რომ ათი გამოვიდეს - ათამდე შეივსოს. მერე მეორე წყვილი და ა.შ. სხვები ამოწმებენ ხომ არ შეეშალათ.

II     ფაზა

ბავშვებს  ჯგუფში დაურიგებ მანიპულატივებს.
დავალება ასეთია :
წითელი კუბიკები დავითვალოთ ათეულებად  (რომელშიც 23 ფიგურაა.)
                                           

  1. რამდენი     სრული     ათეული   მივიღეთ?
  2. კიდევ   რამდენი   დარჩა?
  3. რამდენი   ერთეული აკლია მომდევნო ათეულამდე რომ შეგვევსო?
  4. სულ რა რაოდენობის კუბიკები გვაქვს?


გამოვა მოსწავლე და მიღებული რიცხვის ციფრებს თანრიგის პლაკატზე შესაბამის ადგილას დასვავს.

ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას ახალი მითითებების მიხედვით:
 -  ახლა ამ გროვას  მივუმატოთ კიდევ 8  ფიგურა, მაგრამ ჯერ მიპასუხეთ 8-ში რამდენი ათეულია?  ერთეული?  ამიტომ 8 ერთეული სად უნდა დავსვათ?
   მოსწავლე ციფრ რვას თანრიგის პლაკატზე დასვავს ერთეულების თანრიგში. 
- ახლა კი თქვენ გროვებს დაუბრუნდით და მიუმატეთ 23-ს 8 კუბიკი.

1.  რამდენი სრული ათეული
     გაგიხდათ?
2.  ერთეული რამდენი დარჩა?
-3. სულ რა რაოდენობის კუბიკი
      გვაქვს?


   მოსწავლე მიღებული რაოდენობის შესაბამის ციფრებს დასვავს თანრიგის პლაკატზე.
   დაფაზე  კეთდება ჩანაწერი, რომელიც თანრიგის პლაკატზე დალაგებულ  ციფრებს იმეორებს.

გვქონდა -    2 ათ  და  3  ერთ
მიუმატეთ - 0 ათ  და  8 ერთ
მივიღეთ  -   3 ათ  და  1 ერთ

- ბავშვებო, ჩანაწერი ასეთი გამოგვივიდა. ვის შეუძლია ახსნას რა მოხდა? (თუ ბავშვი ვერ უპასუხებს, მასწავლებელი დაეხმარება)
 ჩანაწერი გადაგვაქვს რვეულში.

III     ფაზა
ჯგუფებს დაურიგებ ბარათებს და ვაძლევ მითითებას:

- ნახატის დახმარებით იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა.
მოხდება მათი განხილვა.

საშინაო დავალება
რვეულში ჩაიწერენ
  გვ. 183 1, 2, 3, 4.

თვითშეფასების განხილვა
გაკვეთილის ბოლოს ურიგდებათ შეფასების ბარათები, რომელსაც დააწერენ თავიანთ სახელს.  შეაფასონ საკუთარი თავი და აღნიშნონ რომელი სურათი მოიპოვეს. შემდეგ კი ჩამაბარონ.

გუნდები
დაწერენ ერთ მაგალითს, მაგრამ პასუხს არ მიუწერენ. დაჭმუჭნიან ფურცელს და მასწავლებლის ნიშანზე ერთად ესვრიან დაფაზე გამოკრულ სამიზნეს.  შემდეგ აიღებენ თითო გუნდას, გაშლიან საკუთარ სახელს დააწერენ და მაგალითს მიუწერენ პასუხებს. ზოგიერთი კლასში წაიკითხება, გასვლისას  კი ყველა  ჩააბარებს მასწავლებელს.


Комментариев нет:

Отправить комментарий