მეშვიდე და მერვე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, მოსწავლის მხარდამჭრზე და დიფერენცირებულ სწავლებაზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს "ელ-ფორმატში", რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია საჭიროა რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზო ცოდნის გამოყენება. მოვახდინოთ სკაფოლდინგი და გავუადვილოთ მათ სწავლა.
საგანმანათლებლო ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
воскресенье, 27 марта 2016 г.
суббота, 26 марта 2016 г.
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს. ასევე გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, რაც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესის შეფასებაში. შესწორება შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერეთ შეფასების მეთოდები. პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით კოლეგებს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მივეცით განმავითარებელი კომენტარი.
воскресенье, 20 марта 2016 г.
მოსწავლის საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ამით მოვახდინე მიღებული ცოდნის გამთლიანება, საკვანძო საკითხებზე მათი ყურადღების გამახვილება. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შევქმენი შეფასების ინსტრუმენტი - ჩეკლისტი.
მოსწავლის ნამუშევარი - ჩეკლისტი
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - რუბრიკა
суббота, 19 марта 2016 г.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:
ბლოგზე საკუთარი პრეზენტაციის განთავსება;
საკუთარ ბლოგზე მეგობართა ბლოგების დადება, რათა გავცნობოდი ჩემი კოლეგების ბლოგებს და მკაფიოდ გაწერილი რუბრიკის მიხედვით დამეწერა მათთვის განმავითარებელი შეფასება;
როგორ დავიცვათ ინტერნეტში მოძიებული მასალების საავტორო უფლებები;
სხვადასხვა საძიებო სისტემების გაცნობა, რომელშიც შეგვიძლია კონკრეტული ინფორმაციის მოძიება სიტყვის ბრჭყალებში ჩასმის შემთხვევაში.
საჭირო საპროექტო საიტების შენახვის მიზნით ბუკმარკის ინსტრუმენტის გამოყენება.
воскресенье, 13 марта 2016 г.
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
- გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას;
- თითოეულ სტრატეგიაში გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს;
- პროექტისთვის შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც მორგებულია ჩემი პროეტის აქტივობებზე;
- შევქმენით მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული ინსტრუმენტი;
- გავაკეთეთ მე-8 ტრენინგზე წარმოსადგენი პროექტის პრეზენტაცია.
суббота, 12 марта 2016 г.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
- ჩემი პროექტისთვის სტანდარტების შერჩევაში და მორგებაში;
- ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრაში;
- საპროექტო აქტივობების ესგ-ს მიზნებთან დაკავშირებაში;
- მოსწავლეთა გამოწვევაში;
- ზოგადი, შინაარსობრივი და კონკრეტული შეკითხვებით თემის დამუშავების ორგანიზებაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)